logo_geo
eng_logo
„The Telegraph“-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ ქვეყანას შორის დაასახელა
- +

5 თებერვალი. 2019. 17:17

 

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და ნამდვილად უცნაურია, რატომ არ სტუმრობს ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტურისტი. მაღალი მთებით და უძველესი მონასტრებით. სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ“, - წერს ბრიტსნული გამოცემა „The Thelegraph“.

 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოს 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა.

 

„ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნული პირდაპირი ავიარეისის შედეგად, 2019 წელს საქართველოს თოვლით დაფარულ მწვერვალებს, მდელოებზე ხალიჩასავით მოფენილ ვენახებს და ლამაზ ქალაქებს ბევრი სტუმარი გამოუჩნდება“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი გევინ ჰაინესი.

სტატიის სრულად გასაცნობად შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს:  https://www.telegraph.co.uk

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner