„გერმანიაში პოლიციელებს, შესაძლოა, ტატუს ტარება კონსტიტუციით აეკრძალოთ“, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა „Spiegel“ წერს. როგორც გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, პოლიციელებს ტატუს ტარების უფლება ზომისა და შინაარსის მიხედვით უნდა განესაზღვროთ და ამისათვის აუცილებელია კანონის შემოღება.
ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელის სხეულზე გამოხატული ტატუ არ უნდა იყოს დაშინებისა და რაიმე კრიმინალური შინაარსის მატარებელი. ამასთანავე, ტატუ არ უნდა იყოს დახატული გამოსაჩენ ადგილას, რადგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ის არ უნდა ჩანდეს.