logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მე ამხანაგ ვაშაძეს დავუმტკიცებ, რომ ის იყო დამსმენი!
- +

9 თებერვალი. 2019. 19:41

 

რა კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე რეჟისორი გოგა ხაინდრავა და რატომ უწოდებს ის გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს ტრაგედიას, - ამასთან დაკავშირებით ხაინდრავა „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მოსპო. ეს იყო ბანდიტური გაერთიანება, რომელმაც სრული უკანონობა დაამყარა ქვეყანაში და აკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა. ფარული ჩანაწერები კი ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მოქმედების სტილი იყო და რატომ ვერ შევძელით ჩვენ დღემდე ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილიდან გამოსვლა, ეს ალბათ, საზოგადოებას უნდა ჰკითხოთ.

 

საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატად  ჩეკისტი/ საბჭოთა კავშირის უშიშროების თანამშრომელი უნდა დაგვესახელებინა? მე ამხანაგ ვაშაძეს დავუმტკიცებ, რომ ის იყო:  ჩეკისტი, დამსმენი, კომუნისტური პარტიის წევრი და კომკავშირში გამოზრდილი. ახლახან კი ეს ადამიანი  პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ და 750 00 კაცმა მისცა მას ხმა. ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას, ბაქრაძეს და უგულავას დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე ევროპულობაზე და მე ვეკითხები მათ, საბჭოთა კავშირის ჩეკისტს მიეცით ხმა არჩევნებზე?“ - აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner