logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: სწორი მგონია, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება
- +

5 თებერვალი. 2019. 19:40

 

„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას პოეტი დათო მაღრაძე განათლების მინისტრის მიერ მიღებულ გადაწვეტილებას აფასებს.  მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილება გააზრებულია და სერიოზული ანალიზის შედეგადაა მიღებული.

 

„სწორი მგონია გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. განათლების მინისტრმა ზუსტად შეაფასა, როდესაც თქვა, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესებზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ გამოცდაზე. სტუდენტები ძირითადად გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, ვიდრე ცოდნის მიღებისთვის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატიაშვილს გააზრებული აქვს, რასთან აქვს საქმე და ეს გადაწყვეტილებები სერიოზული ანალიზის შედეგადაა მიღებული“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner