პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით, 4-ის წინააღმდეგ ანრი ოხანაშვილი დაამტკიცეს.
უმრავლესობამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი 2 თებერვალს დაასახელა.
კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური, ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ გახდა. ბესელია ახლაც მიიჩნევს, რომ ოხანაშვილის წარდგენა რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე, დავით მათიკაშვილი ასრულებდა.