logo_geo
eng_logo
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
- +

5 თებერვალი. 2019. 19:45

 

პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით, 4-ის წინააღმდეგ  ანრი ოხანაშვილი  დაამტკიცეს.

 

უმრავლესობამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი 2 თებერვალს დაასახელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური, ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ გახდა. ბესელია ახლაც მიიჩნევს, რომ ოხანაშვილის წარდგენა რეგლამენტის დარღვევით მოხდა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე, დავით მათიკაშვილი ასრულებდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner