logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: 2004 წელს ასობით ბიჭი დაგვეხოცა სააკაშვილის წამოწყებულ ავანტიურაში
- +

23 მაისი. 2016. 19:23



  „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინამ აღნიშნა, რომ ხურჩის ინციდენტის მსგავსი ბევრი მომხდარა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მაგრამ მაშინ ამ ფაქტებზე არავინ საუბრობდა.




„ხურჩის ინციდენტის მსგავსი ბევრი მომხდარა სააკაშვილის დროს, უბრალოდ მალავდნენ, ხმას არ იღებდნენ, აშინებდნენ ოჯახებს. 2004 წელს ასობით  ბიჭი დაგვეხოცა ავანტიურაში, რომელიც  სააკაშვილმა წამოიწყო, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ხურჩაში ერთი ბიჭი მოგვიკლეს, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა საქართველოსთვის, მაგრამ 2004 წელს  ჩაიხოცა  ძალიან ბევრი ადამიანი" , - განაცხადა მოროშკინამ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner