ჟურნალისტი მაია კახიძე ამჯერად, მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების პრემიერაზე ეპატიჟება ყველას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ნამდვილად არ მქონდა ამჯერად დაგეგმილი თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ასე მოხდა და გულით და სულით გეპატიჟებით თავისუფალი თეატრის მცირე დარბაზში 11 თებერვალს, 18 საათზე, ჩემს ლექსებზე შექმნილი ახალი სიმღერების პრემიერაზე ახალ ლექსებთან და კვარტეტ „ხმებთან“ ერთად. დანარჩენს იქ ნახავთ და მოისმენთ, ბევრ ახალს გაიგებთ და იხილავთ კიდეც. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამორჩეულ საღამოს შემოგთავაზებთ.
პატივისცემით და სიყვარულით, მუდამ თქვენი ერთგული მაიკო კახიძე“, - წერს მაია კახიძე.