logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა
- +

5 თებერვალი. 2019. 23:42

 

„მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად, და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედი“- ს გადაცემაში - „პირისპირ“, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა და უმრავლესობა ამ პრინციპით იმუშავებს.

 

„ჩვენთვის მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, მთავარია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა. ამ პრინციპებით ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, იგივე უმრავლესობის შიგნით, როცა გაიმართება შეკრებები. მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად, და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება  -ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner