თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლისა გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ავტოავარიის შემდეგ, დღემდე ის „არამიანცის საავადმყოფოში" მკურნალობდა.
ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.