თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე კახა ბუხრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე, კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა აქამდე ვასილ პეტრიაშვილს ეკავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
კახა ბუხრაძის სახელი, 2017 წლის 11 მარტის ბათუმის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად, რეგიონის საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული სიმკაცრე დაასახელეს.
ბუხრაძემ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა 2017 წლის ივნისში დატოვა და ივნისშივე ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.