„NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან მკაფიოა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა, „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადა.
„NATO-მ 2008 წელს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს NATO-ს ლიდერებმა გასულ წელს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ დაპირებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.
პროგრესის დაჩქარებას ხელს შეუწყობდა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება NATO- სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან. NATO-ს წევრებთან ერთად საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, მძლავრი სიგნალია ამ ქვეყნის განზრახვებსა და მის შესაძლებლობებზე, ასევე საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობაზე, რაც არის NATO-ს არსი - ალიანსის დაცვა.
ვფიქრობ, საქართველოს მიმდინარე სამხედრო მოდერნიზაცია, აღჭურვილობის შესყიდვა, წვრთნისა და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება, მისი სანდოობა NATO-ს პარტნიორებთან წვრთნასა და ჩართულობაში, - ეს ყველაფერი საქართველოს განსხვავებულ იმიჯს და NATO-სთან ურთიერთობის ასევე განსხვავებულ ხედვას ქმნის.
როდის მიაღწევს ეს ისეთ სიმაღლეს, რასაც ჰქვია კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ აშშ ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი, თუმცა, როდის მიიღწევა კონსენსუსი ყველა წევრს შორის, ვერ გეტყვით. ეს საკითხი რჩება აშშ-სა და ალიანსში საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტად“, - აცხადებს როს უილსონი.