logo_geo
eng_logo
ძლიერი ყინვის გამო მიუნხენიდან საქართველოში, თვითმფრინავი ვერ მოფრინავს
- +

6 თებერვალი. 2019. 02:05

 

მიუნხენში უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებს. მგზავრები უკვე რამდენიმე საათია, მიუნხენის აეროპორტიდან გამოფრენას ელოდებიან. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ინფორმაციით, რეისი ქუთაისის მიმართულებით თბილისის დროით, 01:07 საათზე უნდა გამოფრინდეს.

 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ძლიერი ყინვის გამო, მიუნხენის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა შეუძლებელია, ამიტომ რეისები დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ფრიდრიხ შაფენის ​აეროპორტში სრულდება.

 

„ვიზეარის“ ინფორმაციით კი, ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას, რის შემდეგაც თვითმფრინავი მემინგენში გადაფრინდება და მგზავრებს ქუთაისში წამოიყვანს.

 

მიუნხენის აეროპორტში უამინდობის გამო 3 თებერვალს 240-მდე რეისი გაუქმდა, 170-მდე კი შეფერხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner