ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ დამენანე და როგორ მეტკინა გული ვანიკო. ასე უბრალოდ და ტანჯვით გარდაცვალება, მართლა არ გეკუთვნოდა. რამდენი ინტერვიუ მაქვს, შენთან ჩაწერილი ჩემო მეგობარო, ვინ მოთვლის და მუდამ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, მთელი ერთი წელი, რაც ის ავბედითი ავარია შეგემთხვა, ხშირად ვფიქრობდი შენზე. 15 წლის წინ, საახალწლოდ ინტერვიუ ჩავწერე „ალია"- სთვის და მე გეკითხები, - სად შეხვდებით ბატონო ვანო, ახალ 2002 წელს? თქენი პასუხი იყო - მე და ჩემი ოჯახი, ყველა ახალ წელს დედაჩემის, ნინა ჟვანიას საფლავთან ვხვდებით! გავოგნდი და გაკვირვებაც ვერ დავმალე მაშინ. ხოდა, ახლა, დედა და ღირსეული ქალბატონი - ნინა ჟვანია თავის ნაფერებ და ნალოლიავებულ ვაჟს ვანიკო ზოდელავას, მალე შეხვდება და იმქვეყნად, ცათა სასუფეველში, გულში ჩაიკრავს და ადგილს დაუმკვიდრებს. მსუბუქი იყოს მშობლიური ქალაქის მიწა შენთვის, ჩემო ვანიკო. სამარადისო სასუფეველი, შენს ნატანჯ და ტკივილიან სულს.
მშვიდობით, ბატონო ვანო!“, -წერს დარეჯან ლიპარტელიანი.