8 თებერვალს, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 19:30 საათზე, „ათონის დარბაზში“, ქართველი რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დიდგორის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმს წარადგენენ და მაყურებლის კითხვებს უპასუხებენ ფილმის რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი.
ნიკოლოზ ხომასურიძეს მაყურებელი კარგად იცნობს მისი ფილმით „ექვთიმე“, რომელიც ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა და „ექვთიმე ღვთისკაცის“ მსგავსად, მთელი საქართველო მოიარა.
მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №9 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).