logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ჩემს ტკივილზე, ჩემი ოჯახის დამცირებაზე, ადამიანები გამოდიოდნენ და როგორც ძაღლისშვილს, ისე მომიხსენიებდნენ...
- +

9 თებერვალი. 2019. 20:08

 

ცნობილი ქართველი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში იმ მორალურ ტერორზე საუბრობს, რომელიც მისკენ  და მისი ოჯახის წევრებისაკენ იყო მიმართული.

 

„ჩემს ტკივილზე, ჩემს განცდაზე, ჩემი ოჯახის დამცირებაზე, ჩემი შვილის დამცირებაზე, ჩემი დახვრეტილი მამის დამცირებაზე ადამიანები გამოდიოდნენ და როგორც ძაღლიშვილს, ისე მომიხსენიებდნენ. მე ამ ყველაფერზე გაცილებით უფრო მაღლა დავდექი და ვამბობ, კეთილი ინებეთ და ვისაც ბოდიში გაქვთ მოსახდელი, მთელი ერის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. ვისაც პრეტენზიები გაქვთ, ეს პრეტენზიები დააფიქსირეთ ერთმანეთის წინაშე. ყველამ კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს,  რა ტიტულისაც არ უნდა იყოს ან რა ორგანიზაციის წარმომადგენელიც არ უნდა გახლდეთ. იმაზე მეტი ნამდვილად არ განგიცდიათ, რაც მე განვიცადე, ამიტომ კეთილი ინებეთ და ილაპარაკეთ“,- აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner