logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ქართველებს ძირითადად რუსები აკავებენ და არა...
- +

6 თებერვალი. 2019. 14:01

 

რამდენად ხელსაყრელია აფხაზებისათვის, რაც შეიძლება ცოტა გალელმა ქართველმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვის სახელს უკავშირდება ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთის გამო საქართველოს მოქალაქეების დაკავება - ამასთან დაკავშირებით ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გალელ ქართველთა მცირე ნაწილის მონაწილეობა არჩევნებში აფხაზებისათვის ხელსაყრელი არ არის, მაგრამ ვისაც კი პასპორტს მისცემენ, მას ავტომატურად მორჩილად თვლიან. აქედან გამომდინარე, მათ მართავენ არჩევანში. აფხაზები საკმაოდ პოლიტიზირებულნი არიან და მათი მართვა ცოტა რთულია. ისინი კლანური სისტემით იმართებიან და ვისაც კლანი დაუჭერს მხარს, დანარჩენებიც მას ემხრობიან. გალელი ქართველები კი სეპარატისტულ ხელისუფლებას მისჩერებიან, ჩვენ მათ სხვა გამოსავალი აღარ დავუტოვეთ და მათ სოხუმი მართავს.

 

ქართველებს ძირითადად რუსები აკავებენ „საზღვრის“ უკანონო კვეთის გამო და არა ოსები. უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლოა ნათესავები ჰყავდეთ დანარჩენ საქართველოში, სერიოზული სტრესის ქვეშ არიან. ახალგაზრდებს კი ტვინს ურეცხავენ. ერთი ჯგუფი ძალოვან სტრუქტურებშიც ჰყავთ, რუსი სამხედროების ახლოს, რომლებიც ყველა ბრძანებას ასრულებენ. რუსებმა ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. გაცხადდა, რომ საზღვრის დემარკაცია დაასრულეს და ირკვევა, რომ მათ კიდევ რაღაც ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზია“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner