logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: დღეს მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია, არ დამჭირდება მასთან ერთად მოსვლა
- +

6 თებერვალი. 2019. 13:22

 

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მისთვის პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებული ტექსტი, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ეხება, მიუღებელია.

 

ფოფხაძის შეფასებით, გარკვეულწილად სააკაშვილის რეჟიმის გამართლება მოხდა.

 

 

„ჩემთვის ის ტექსტი, რომელიც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, არის მიუღებელი, ასეთი მიდგომით სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ გარკვეულწილად. ასეთი მიდგომა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. რა მოტივაციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია დაასაბუთოს, ამ მიდგომას მხარს ვერ დავუჭერ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე - შერიგდებით დღეს?- ფოფხაძემ უპასუხა:

 

„ნაჩხუბარი არავისთან ვარ, ვაპირებ შევიდე, მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, რომ თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო, ეს არ უნდა ჩაითვალოს არა დისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არა ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე უმრავლესობას, სავარაუდოდ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner