logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: პოლიციის მიმართ ნდობა გაიზარდა რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც კარგად გვახსოვს…
- +

6 თებერვალი. 2019. 15:26

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის განცხადებით, პოლიციის მიმართ ნდობა გაიზარდა, ხოლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს საზოგადოებაში ეს ნდობა საერთოდ არ არსებობდა.

 

ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატისტიკა რომელიც საჯაროვდება და სამინისტრო ციფრებს არ მალავს.

 

„ძალიან პირობითია ეს საკითხი - დანაშაულის ტენდენცია - ხან იზრდება, ხან გარკვეული ტიპის დანაშაულებები იზრდება, ხან მცირდება, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, არა მარტო საქართველოში. ეს ხდებოდა საქართველოში ყველა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ უნდა გავიხსენოთ და ხაზი გავუსვათ იმას, რომ დღეს მნიშვნელოვანია ამ სტატისტიკის გასაჯაროვება. რასაც აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც მისასალმებელია - არ იმალება ციფრები.

 

ის, რომ დღეს სტატისტიკა აჩვენებს კრიმინალის ზრდას, ამაში სხვა ფაქტორებიც არის. აღრიცხვიანობა მოწესრიგდა - ეს პლიუსია თავისთავად და პოზიტივია; ყველა უმნიშვნელო ფაქტიც კი პოლიციის მიერ ფიქსირდებოდა როგორც დანაშაული ან დანაშაულთან მიახლოებული ფაქტი.

 

პოლიციის მიმართ სანდოობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გაიზარდა. ჩვენ გვახსოვს პოლიცია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ჩვენ ვხედავთ პოლიციას დღეს, რომელიც მართლა იცავს წესრიგს. მე არაერთგზის გამომიცხადებია სოლიდარობა პოლიციისთვის და დღესაც სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის რიგით თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნავენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner