ლონდონში 2019 წლის დეკემბერში NATO-ს სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში, რომელიც NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მორიგი შეხვედრა ლონდონში 2019 წლის დეკემბერში გაიმართება“, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
„ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოს თანხმობისთვის, ჩავატაროთ ეს შეხვედრა წელს NATO-ს დაარსების 70-ე წლისთავზე. ლონდონში განთავსებული იყო NATO-ს პირველი შტაბ-ბინა. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი იყო ალიანსის თორმეტი დამფუძნებლიდან და განაგრძობს მთავარი როლის შესრულებას ალიანსში საერთო უსაფრთხოებაში არსებითი წვლილის შეტანით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.