logo_geo
eng_logo
ამჯერად NATO-ს წევრი სახელმწიფო ჩრდილოეთ მაკედონია იქნება
- +

6 თებერვალი. 2019. 15:44

 

„მაკედონიის რესპუბლიკა NATO-ს რიგით 30 წევრი სახელმწიფო იქნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „REUTERS“ ავრცელებს.

 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმა ამის შესახებ „TWITTER“-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა.

 

„6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას. NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი დიმიტროვთან ერთად, ხელს მოაწერენ ოქმს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებაზე“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

 

მაკედონიის NATO-ში გაწევრიანება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანას მაკედონიის ნაცვლად ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner