logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე
- +

6 თებერვალი. 2019. 16:33

 

„NATO აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსის წევრობის გზაზე“, – ამის შესახებ ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, დღეს დადასტურდა, რომ NATO-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც NATO-ს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

 

„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ NATO-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ NATO-ს სტანდარტებს, პატივს სცემენ NATO-ს ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებას.

 

მოხარული ვართ, რასაც საქართველოში ვხედავთ. ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თავდაცვის აღმშენებლობის ინსტიტუტები, უზრუნველყოს გამჭვირვალობა.

 

NATO-ს ლიდერებმა 2018 წელს ივლისის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამით დააფიქსირეს ერთგულება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

 

ჩვენ ვართ საქართველოს მადლიერი NATO-სთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ NATO აძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას და საქართველოს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner