logo_geo
eng_logo
დიდი ტექსტის დამახსოვრების მეთოდები
- +

6 თებერვალი. 2019. 20:29

 

 

დასაწყისისთვის ამობეჭდეთ ტექსტი ფურცელზე. წაიკითხეთ ის რამდენჯერმე ნელა, ყურადღებით და დაყავით გონებაში ლოგიკურ ნაწილებად. როდესაც ტექსტის აზრს და სტრუქტურას აითვისებთ, დაიწყეთ მისი კითხვა ხმამაღლა (ყვირილი საჭირო არ არის, მთავარია გასაგებად გამოთქვათ). ყურადღება მიაქციეთ ასოციაციებს, რომლებიც კითხვის პროცესში გაგიჩნდებათ - ეს მომდევნო ეტაპებზე გამოგადგებათ.

 

ტექსტის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, ის გვერდით გადადეთ და სცადეთ თქვენი სიტყვებით გადმოსცეთ, დაეყრდენით რა სწორედ, ზემოთხსენებულ ასოციაციებს. დამახსოვრებული ტექსტი დაწერეთ ფურცელზე და შეადარეთ ის ორიგინალს. ყველა შემთხვევაში, გაიმეორეთ მთელი ციკლი ხმამაღლა - კითხვიდან ხელახალ ჩაწერამდე, რომ შედეგი განამტკიცოთ. ახლა გადადეთ ტექსტი რამდენიმე საათით, უბრალოდ თავისუფალ წუთებში იმეორეთ ის გონებაში, თუ ამის სურვილი გაქვთ.

 

დათქმული დროის გასვლის შემდეგ, შეეცადეთ დამახსოვრებული ტექსტი გამოთქმით წარმოთქვათ. მოსინჯეთ სხვადასხვა ინტონაციები და მანერები. ძილის წინ - ფინალური ვარჯიშია. დადეთ ტექსტი გვერდით, იმეორეთ ის მეხსიერებით და შეადარეთ ორიგინალს. ახლა დაიძინეთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ დილისთვის არაფერი გემახსოვრებათ. გაღვიძებულმა, პირველ რიგში გაიმეორეთ ის, როგორც გახსოვთ - დიდი ალბათობით ტექსტი ნასწავლი გაქვთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner