logo_geo
eng_logo
სტამბოლში ნგრევის შედეგად დაშავებული ადამიანების სიაში, ქართველები არ არიან
- +

6 თებერვალი. 2019. 21:34

 

სტამბოლში მომხდარი ნგრევის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია, თურქეთში საქართველოს საკონსულოში, ამ დრომდე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის, ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურები მუშაობენ. როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა ოპერაცია დაიწყეს. ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner