სტამბოლში მომხდარი ნგრევის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია, თურქეთში საქართველოს საკონსულოში, ამ დრომდე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლის, ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურები მუშაობენ. როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა ოპერაცია დაიწყეს. ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.