რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები, მღვდლების მიერ, ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა, დღესაცც არსებობს, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია, სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ, მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა სექსუალური ძალადობა.
გამოცემის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს განცხადება, ეკლესიის პირველი ოფიციალური აღიარებაა. პაპის თქმით, კათოლიკური ეკლესია ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ პრობლემიდან, მაგრამ ძალადობის შემთხვევები კვლავაც მეორდება.