logo_geo
eng_logo
საფეხბურთო კლუბი „ნანტი“ ბრიტანული „კარდიფისგან“ სატრანსფერო თანხის ჩარიცხვას ითხოვს
- +

6 თებერვალი. 2019. 22:48

 

 

ფრანგული საფეხბურთო კლუბი „ნანტი“ ბრიტანული „კარდიფისგან“ არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას სატრანსფერო თანხის ჩარიცხვის დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

„კარდიფმა“ ფეხბურთელის გაუჩინარების შემდეგ გადახდები გაყინა, ვიდრე ყველაფერი გაირკვევა. „ნანტი“ სასამართლოთი იმუქრება, თუ პირველი ტრანში 10 თებერვლამდე არ ჩაირიცხება.

 

4 თებერვალს მაშველებმა თვითმფრინავის ფრაგმენტებს შორის, რომლითაც „კარდიფ სიტის“ არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა მგზავრობდა, ცხედარი იპოვეს. მცირე ძრავიანი თვითმფრინავის ბორტზე, მხოლოდ სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი იყვნენ.

 

სამძებრო ოპერაციის განახლება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GoFundMe 339 000 ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.

 

ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტისგან“ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი, ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner