logo_geo
eng_logo
ანა დოლიძე: შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას
- +

6 თებერვალი. 2019. 23:10

 

 

შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად, თუმცა, ეს არის შტურმი არა სასამართლო ხელისუფლებაზე, არამედ იმ არასწორ მეთოდებზე, რომლითაც ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მართვა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

 

ამ განცხადებით, ანა დოლიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სახეზეა პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება და რომ ეს შტურმი არის პოლიტიკური რევანში.

 

ანა დოლიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან ის პირები, ვინც ოფიციალურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში წლების წინ. დოლიძის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

 

„შტურმზე ნამდვილად ვიღებ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად. თუმცა ეს არის შტურმი, არა სასამართლო ხელისუფლებაზე კონკრეტულად, არამედ იმ არასწორ მართვის მეთოდებზე, რომლითაც ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მართვა. იმ ხალხზე, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს რომ განსაჯოს ჩემი, თქვენი და ლევან გოგიჩაიშვილის ბედი. მითუმეტეს, ერთხელ განსაჯეს და სრულიად პოლიტიკური მიზეზით მოახვედრეს ის ციხეში. ასეთი უამრავი შემთხვევაა.

 

ვანო ზარდიაშვილს იყო ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი და ეს იყო იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილე უახლოეს წარსულში. ის იყო „ნაციონალური მოძრაობის წევრი. ამას თავი გავანებოთ, ეს იყო ადეიშვილის კაბინეტთან მჯდომი ადამიანი. ახლა, ირაკლი კობახიძე ბედავს და მე მეძახის და შალვა შავგულიძეს, სოსო ბარათაშვილს და დავით ჯანდიერს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელს. ვინც საკუთარი სისხლის და ჯანმრთელობით მოიყვანა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, როდესაც ის კაბინეტში ღმერთმა იცის, სად იყო.

 

დღეს „ქათული ოცნების“ შემადგენლობა არიან ის პირები, ვინც ოფიციალურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში. ანუ ირაკლი კობახიძესთან, ისინი სხედან პარალამენტის სხდომებზე და როგორც მანამდე, იმ რეპრესიულ კანონებს აჭერდნენ ხელს, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანი წავიდა ციხეში, დღეს ასევე აჭერენ „ქართული ოცნების“ კანონებს ხელს. ამაზე რატომღაც, არ აწუხებს სინდისი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner