logo_geo
eng_logo
მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება
- +

6 თებერვალი. 2019. 23:42

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე განცხადა, რომ მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია 2019 წელს განხორციელდება.

 

,,2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება. 2019 წელს, ასევე დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია. ასევე, უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას,  რომ იქ გახსნან თავიანთი საოჯახო სასტუმროები და განავითარონ კერძო  ბიზნესი. ასევე, დასრულების ფაზაშია  უშგულის 4 თემის გენგეგმა.   გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და  ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, იქ   მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალსადინარების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს  აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე  ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

წყარო - svanetinews.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner