აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი წარადგინა. ის დევიდ მელპასია. წარდგენა რუზველტის დარბაზში შედგა.
„მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კანდიდატს, ბატონ დევიდ მელპასს“, - განაცხადა ტრამპმა.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობიდან 1 თებერვალს, უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 წლით ადრე გადადგა. მის მოვალეობას ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ასრულებს. კანდიდატების შერჩევა თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, შერჩეულ კანდიდატს კი, აპრილის შუა რიცხვებში დაამტკიცებენ.