logo_geo
eng_logo
სოფო შევარდნაძე: სააკაშვილმა დაამხო ის ხელისუფლება, რომელსაც ბაბუაჩემი ხელმძღვანელობდა
- +

7 თებერვალი. 2019. 01:52

 

 

ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ОРТ-ს ეთერში გადაცემა “Время покажет”-ში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც ის აირჩია პრეზიდენტად. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს დადებითი. მან დაამხო ის ხელისუფლება, რომლის ხელმძღვანელიც ბაბუაჩემი იყო და ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

 

მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, იმ დროიდან, როდესაც ის ბაბუაჩემის მმართველობის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მინდა სწორად გამიგოთ. მე მაქვს ორი ქვეყანა, რუსეთი და საქართველო. და მე ორივე ზუსტად ისე მიყვარს, როგორც უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო. მე არ მინდა არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე – რუსეთიც და საქართველოც ჩემი ქვეყანაა. და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე სააკაშვილის მიმართ, ჩემმა ხალხმა ოდესღაც, ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა რად გადაიქცა ის, ალბათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. მაგრამ მე არ მინდა მასზე კომენტარის გაკეთება რუსულ ტელევიზიაში, ზუსტად ისევე, როგორც არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს, არც ყოფილ და არც ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტზე. იმედია გამიგებთ”, - განაცხადა სოფო შევარდნაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner