logo_geo
eng_logo
თბილისის 19 ქუჩაზე ლითონის საფეხმავლო ხიდებს, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები ჩაანაცვლებს
- +

7 თებერვალი. 2019. 02:00

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მერიაში აცხადებენ, რომ საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს თბილისში, 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

 

2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე:

 

ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის; წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის;  გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის; ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე. ამასთან, წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner