მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დღეს მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 13:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.
გურანდა გაბუნიას 15:00 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.