logo_geo
eng_logo
ცეზარ გომესი: საქართველოში ჩატარებულ კვლევას სიმსივნის მკურნალობაზე მყისიერი ეფექტი ექნება!
- +

23 მაისი. 2016. 22:01



მადრიდის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორის ცეზარ გომესის შეფასებით, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი მომავალში განათლების კუთხით სარგებელს მოიტანს და აქ ჩატარებულ კვლევის შედეგებს საზოგადოებისთვის ეფექტი ექნება.


 მე ესპანეთიდან ვარ - ქვეყნიდან, სადაც მეცნიერება განსაკუთრებით განვითარებული არაა. ამდენად, მე მესმის ამ ინიციატივის მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ქვეყნებისთვის, როგორებიც ესპანეთი და საქართველოა, რომლებიც ცდილობენ მეცნიერებების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას, მსგავსი ცენტრები სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. ნიშანდობლივია ის, რასაც გაუსვა ხაზი პროფესორმა დვალმა - ჩვენ ვეჯიბრებით არა ზომაში, არამედ ხარისხში. თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნოლოგიების, სტუდენტების, მკვლევარების მაღალ ხარისხს, ეს დიდი მიღწევა იქნება ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა საქართველო ან სულაც ესპანეთი. რა კუთხით იქნება სასარგებლო ეს ინსტიტუტი? ეს ინსტიტუტი მომავალშ ძალიან თვალსაჩინო სარგებელს მოიტანს განათლების კუთხით, სამაგისტრო პროგრამების დაარსების მეშვეობით. თუმცა მისი უმთავრესი ღირებულება მაინც ისაა, რომ აქ ჩატარებულ კვლევის შედეგებს მყისიერი ეფექტი ექნება საზოგადოებაზე. ვგულისხმობ სიმსივნის მკურნალობას."


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner