logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა
- +

7 თებერვალი. 2019. 11:21

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი  ფაქტი გამოავლინეს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 031 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner