logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მიმდინარე გამოძიების ნომერ პირველი პრიორიტეტია, გავიდეთ პირველწყაროზე
- +

7 თებერვალი. 2019. 12:40

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალდანიშნულმა მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია, დადგინდეს პირველწყარო, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები პირველად.

 

„ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. გვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას.

 

გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე რაც უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner