logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

7 თებერვალი. 2019. 13:54

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 420 ლარად  უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.

 

 სამართალდამცველებმა მ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner