logo_geo
eng_logo
ჩინზია და-ვია: მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია!
- +

23 მაისი. 2016. 22:03


 

 თქვენ გაგიმართლათ, რომ მსგავსი იდეა საქართველოში სწორედ ახლა ხორციელდება. განათლება და ტექნოლოგია ნებისმიერი ეკონომიკის საფუძველია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც წარმატებისთვისაა საჭირო. როგორ უკვე ითქვა, თქვენ გყავთ ჭკვიანი და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდები."- ჩინზია და- ვია „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის" პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.


 

გუშინ ჩვენ რამდენიმე მათგანთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა და დავინახეთ, რომ ისინი მართლაც მოტივირებულები არიან. საქართველოში პირველად ვარ და ეს ქვეყანა შესანიშნავი აღმოჩენაა ჩემთვის. აქაურობა ზალიან ლამაზია, გაქვთ მდიდარი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერის უნივერსიტეტში ვმუშაობ, იტალიიდან გახლავართ, სადაც ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე. თქვენც საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვთ და რაც ყველაზე ღირსშესანიშნავია, თქვენ გექნებათ წარმატებული მომავალი. ეს ცენტრი მოიზიდავს ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner