ავტორი ბაჩო ტურაშვილი
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, თავისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ამასთანავე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები, კინოსა და თეატრის მსახიობები.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.