ჟურნალისტი ირაკლი შონია საზოგადოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ესკორტის უფროსის- მურმან ხარაბაძის გარდაცვალბის შესახებ ატყობინებს:
„ახლა შემატყობინეს რომ, მოულოდნელად გარდაიცვალა ზვიად გამსახურდიას ესკორტის უფროსი- მურმან ხარაბაძე...
რა მოულოდნელია სიკვდილი და რა უსამართლო, სულ რამდენიმე დღის წინ ძველ აბაშაში, ერთად ვიღებდით ფოტოებს... (ეს კადრი ჩემი ფილმიდან ამოვიღე, მარცხნივ მყოფი ადამიანია მურმან ხარაბაძე), ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, იქ სადაც ჩვენი უდროოდ წასული სპეტაკი სულის ადამიანები არიან..."