logo_geo
eng_logo
პაატა ბარათაშვილი: გურანდა გაბუნია იყო სიკეთით სავსე ქალი
- +

7 თებერვალი. 2019. 17:43

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„მე ერთხელ მქონდა ბედნიერება, რომ ქალბატონ გურანდა გაბუნიასთან და ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად მეთამაშა სპექტაკლში. ის იყო სიკეთით სავსე ქალი და ძალზე კოლორიტული ფიგურა. ადამიანებისა და ახალგაზრდების ლოცვის მეტს არაფერს აკეთებდა“, - აღნიშნა პაატა ბარათაშვილმა.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner