ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„მე ერთხელ მქონდა ბედნიერება, რომ ქალბატონ გურანდა გაბუნიასთან და ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად მეთამაშა სპექტაკლში. ის იყო სიკეთით სავსე ქალი და ძალზე კოლორიტული ფიგურა. ადამიანებისა და ახალგაზრდების ლოცვის მეტს არაფერს აკეთებდა“, - აღნიშნა პაატა ბარათაშვილმა.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.