logo_geo
eng_logo
დათო დვალიშვილი: ლამაზი და ჩინებული პარტნიორი დამაკლდა
- +

7 თებერვალი. 2019. 17:50

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა დათო დვალიშვილმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ჩემზე ძალიან იმოქმედა გურანდას გარდაცვალებამ. თითქმის 1983 წლიდან მოვდივართ ერთად და ძალიან დამწყვიტა გული მისმა წასვლამ. ლამაზი და ჩინებული პარტნიორი დამაკლდა მე და არაჩვეულებრივი მსახიობი - მარჯანიშვილის თეატრს“,- აღნიშნა დათო დვალიშვილმა.

 

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner