logo_geo
eng_logo
ვახტანგ ყოლბაია: სულ ღელავდა იმაზე, რომ ქართველებსა და აფხაზებს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ
- +

7 თებერვალი. 2019. 18:03

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ქალბატონი გურანდა სოხუმელი გახლდათ და მასთან ყოველი შეხვედრა იწყებოდა გახსენებით იმისა, რაც მოხდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. სულ ღელავდა იმაზე, რომ ქართველებსა და აფხაზებს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ გაერთიანებული საქართველოს ნახვა ვერ მოახერხა“,- აღნიშნავს ვახტანგ ყოლბაია.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner