ავტორი ბაჩო ტურაშვილი
„მახსოვს, ქალბატონი გურანდა გაბუნია თეატრში უფასოდ შესვლაში დაგვეხმარა“, - ამის შესახებ მსახიობმა და მომღერალმა გიორგი ცხადაძემ, „რეპორტიორთან“ მსახიობ გურანდა გაბუნიაზე საუბრისას განაცხადა.
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ გურანდა გაბუნია ყველასათვის მისაბაძი მსახიობი იყო.
„მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი, ყოველთვის დავდიოდით ხოლმე სპექტაკლებზე და უბილეთობის გამო ვიპარებოდით. სწორედ ასეთი შემთხვევისას, ერთხელაც მარჯანიშვილის თეატრის წინ ქალბატონი გურანდა შეგვხვდა, რა თქმა უნდა, არ გვქონდა სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები და გვითხრა, - „ბავშვებო თქვენ ალბათ ბილეთები არ გაქვთო“ და დაგვეხმარა თეატრში შესვლაში, ეს არასოდეს დამავიწყდება.
ყოველთვის დავდიოდი მის სპექტაკლებზე, დიდ პატივს ვცემდი, ნამდვილად მისაბაძი მსახიობი იყო. ქალბატონ გურანდას როგორც მე, ისე მთელი საქართველო დიდ პატივს სცემდა“, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.