logo_geo
eng_logo
ფრიდონ სულაბერიძე: ქალბატონ გურანდას ნამდვილად გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა შეეძლო
- +

7 თებერვალი. 2019. 18:48

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„გურანდა გაბუნია არცთუ ისე დიდიხნის განმავლობაში ცეკვავდა ჩვენს ანსამბლში, თუმცა მან მაინც წარუშლელი კვალი დატოვა. ის უნიჭიერესი ქალბატონი იყო როგორც თეატრში, ისე ჩვენს აკადემიურ ანსამბლში. ქალბატონ გურანდას ნამდვილად გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა შეეძლო“,- აღნიშნა ფრიდონ სულაბერიძემ.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner