ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„გურანდა გაბუნია არცთუ ისე დიდიხნის განმავლობაში ცეკვავდა ჩვენს ანსამბლში, თუმცა მან მაინც წარუშლელი კვალი დატოვა. ის უნიჭიერესი ქალბატონი იყო როგორც თეატრში, ისე ჩვენს აკადემიურ ანსამბლში. ქალბატონ გურანდას ნამდვილად გამორჩეული სიყვარული და მეგობრობა შეეძლო“,- აღნიშნა ფრიდონ სულაბერიძემ.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.