logo_geo
eng_logo
ნანუკა ხუსკივაძე: გურანდა გაბუნია იყო შემოქმედი და არტისტი მთელი მისი არსით
- +

7 თებერვალი. 2019. 18:53

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„გურანდა გაბუნია და დედაჩემი იყვნენ ჯგუფელები და მას გამორჩეულად უყვარდა დედა. ამიტომ ჩემთვის ქალბატონი გურანდა ძალიან ძვირფასია. ის იყო შემოქმედი და არტისტი მთელი მისი არსით და საოცარი ენერგიის პატრონი. ეს ის ენერგიაა, რომელიც აღარ მეორდება შემდეგ თაობებში“,- აღნიშნა ნანუკა ხუსკივაძემ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner