ავტორი ბაჩო ტურაშვილი
მომღერალი თემურ თათარაშვილი მსახიობ გურანდა გაბუნიას „საქართველოს ისტორიას“ უწოდებს. როგორც თათარაშვილმა, „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ სოლო კონცერტზე მას სიმღერა მიუძღვნა.
„ახალგაზრდობიდან ვიცნობ ქალბატონ გურანდა გაბუნიას, და მიმაჩნია, რომ ის საქართველოს ისტორიაა. რამდენიმე წლის წინ ჩემს სოლო კონცერტზე დავინახე და ვთქვი, ჩემს სიმღერას მას ვუძღვნი-მეთქი. მახსოვს, ძალიან გაუხარდა, გადაირია.
მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დაგვწყვიტა“, - განაცხადა თემურ თათარაშვილმა.