ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში მოცეკვავე ომარ მხეიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„ქალბატონი გურანდა იმ პერიოდში გავიცანი, როდესაც სოხუმიდან ახალი ჩამოსული იყო. გადასარევი ქალბატონი გახლდათ, კარგი ლოგიკით და ქცევით. სხვათაშორის, ბევრმა არ იცის, რომ ის მოცეკვავე იყო. ადრე კომკავშირის ანსამბლში ცეკვავდა, თუმცა, შემდეგ უკვე დიდი ხელოვანი და ამხელა პიროვნების მეუღლე გახდა“,- აღნიშნა ომარ მხეიძემ.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.